პოეზია · ლირიკა
თუშური ყველი
ათასში ერთხელ, ისიც შემთხვევით,ჯდებოდა ხოლმე მხდალი კალიამის წვრილ კისერზე,ან ნამის მძიმე წვეთი ეკიდაყალბი მძივივით.
მერე რძედ იქცა ცხვრის ძუძუებშიდა რწევა-რწევით წაიღო ცხვარმაფარეხისაკენ.
ვერც კი მოასწრო დამახსოვრებამწვანე წარსულის,ვერც მოქანავე სახლში ცხოვრებასვერ შეეჩვიადა სანამ რამეს მოიფიქრებდა,გადაასახლეს სპილენძის ქვაბში.
თავბრუ დაესხა ქვაბში ტრიალითდა, სამუდამოდ გაოგნებული,თეთრ ბურთად იქცა.მაგრამ მაშინვე გუდაში ჩასვეს,რომ სიბნელეში დავიწყებოდაცა და მინდვრები.
ახლა კი, დანით ორად გაჭრილი,გაოცებული დიდი თვალებითგვიყურებს ჩუმად და უპეებშიერბო უბრწყინავს სიმწრის ცრემლივით.1969