↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ბევრჯერ ვიგემე ვარდთან ერთად ეკალ-ქაცვი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1879 ნახვა

—
ზამთარ და ზაფხულ, მოწყალეო,- ნაზრობ და ნაგვალსაწუთროს გზებზე ჩემი ბედი მორჭმით განაგე...მადლობა ყველა ამაგისთვის, რაც მიამაგედა ბნელში მყოფი გამიყენე ღვთაებრივ გზა-კვალს!
დამაგდო ფუჭმა ფორიაქმა, შურმა და ზაკვამ,შენც, ხორციელო დიდებაო, ხელი ამაღე,ჩაცხრება შენი გულზვაობა და სიამაყედა მწირი - ნიჭთა სოფლისათა წარცემ და წახვალ.
რად დამატყვევე, თავო ჩემო, რად დამახავსე, -მოიკრიფება აღსასრული ყრუდ და ნელიად...აჰა, განხმულა დარაბები, - კათხა აღავსე,
მაღლა მზეა და მოღებული ცის სარკმელია,ჩარიგებულან მგალობელნი საღვთო აღაპზედა მოწესენი აღსავალთან ჩუმად გელიან...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი