↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * და დღეთა ჩემთა წარმავალთა სევდიან მეჯლისს (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1884 ნახვა

—
და დღეთა ჩემთა წარმავალთა სევდიან მეჯლისს,ო, სახიერო, საწუხარად მარად ექნებააქ - დაზამთრული მდელოების ანარეკლებაიქ - შორეული გაელვება სხივოსან ეტლის.
და მწირი სიკვდილ-შემოსილი გელტვის და გვედრის,ცის დარბაზებში დასრულდება მრევლის შეკრებადა გაიელვებს სიზმარეულ ანარეკლებადსიხარულიც და სიმძიმილიც, შავიც და თეთრიც...
ამაღლდი, სულო, განათლულა შენი ემბაზი,ბრუნავს ხომლი და - სანეტარო ამ ზმანებაშიბრწყინავს ნათელი სინათლითა შემამკობელის.
აქ კი მიდამოს დაჭდევია სულ სხვა ბეჭედიდა სხვა ნათელს ჰფენს შემცივნული ცათაქვეშეთიშენს ნაფეხურზე ამომართულ ჯვარს და ობელისკს...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი