↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აღმა და დაღმა, ქვესკნელიდან ზეცის კარამდი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1885 ნახვა

—
აღმა და დაღმა, ქვესკნელიდან ზეცის კარამდი,ბრუნავდა სული ფრთაშესხმული, -როგორ უყვარდა!..დროთა და ჟამთა - სანატრელთა და სანუკვართა -ველურ სრბოლაში გაილია მისი ნავარდი.
აწ კი ობლად ვზი: დაცხრი, სულო, სულო, დავანდი! -შეუნდე, ცაო, ძეშეცთომილს, ვისაც უგვან დაბნელ საწუთროში იალქანი გადაუქანდა -ჩარიგდა წლები ქარვისფერი, როგორც ამარტი...
მომმადლე ჟამი სიმშვიდისა, რადგან მლოცველთაყოველწამიერ ვედრებაში და მუდარაშიჩამოიფურცლა ჩემი წიგნი და ჩამოძველდა, -
რომ ცაო მზერაშეუვალო, ცავ მრავალკეცო,შენი საყდრის წინ დავეყუდო, როგორც დარაჯიდა, თავდახსნილმა, დამაშვრალი ფრთები დავკეცო...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი