↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გაცვდა კავშირი, დაიშალა ჩვენი ერთობა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1888 ნახვა

—
გაცვდა კავშირი, დაიშალა ჩვენი ერთობა,მოსაცელავი ბედისწერამ უკვე მოცელადა შემოასხა სინანულის შესამოსელადამქვეყნიური უნდობლობა და უღმერთობა.
იმედის სხივი ობოლ სანთლად სულში მენთო დაისიც გალღვა და გაილია, როგორც ოცნება,სული, - რომელიც ღრუბლებს მისწვდა და იმლოცველა, -დღეს ღმერთთან მივა თავდახსნილი და გაენდობა.
და გაბრწყინდება სამოთხეში, როგორც შროშანი,და როცა სხეულს - უკუნეთის ტანაბჯროსანიშავი მხედარი დაუნდობლად დაშლის და დახრავს, -
აქ, ცისქვეშეთში, გასრულდება ყველა კირთებადა დღე და ღამე - წარმავლობის ძველ შეგირდებადწარუდგებიან ანგელოსის ზეციურ საფლავს...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი