პოეზია · ლირიკა
* * * მზე გარდახდაო - ბედისწერამ ასე მაცნობა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
მზე გარდახდაო - ბედისწერამ ასე მაცნობა -და დრომ, რომელსაც უჩვეულო მადლი ებურა,ბნელ სანახებში გამიძახა კვლავინდებურად,გაზაფხულს მოჰყვა შემოდგომა, თბობას - დაზრობა.
გასრულდა ჩემი ჭაპანწყვეტა, ჩემი ბაზრობადა _ სადაც ეტლი დიდებული კრთოდა მეფურად, -აწ სამაროვან სიცივეში გარინდებულაამქვეყნიური ფორიაქი და უაზრობა.
ვინ დახსნას სული, უპოვარი, მტანჯველ უდაბნოს,რომ ცხოვრების გზა სიყვარულით გადაუდაფნოს,ან, უთენია - მნათობივით სხივშემართულად
ვინ გაანელოს ღამურების ჩუმი გნიასი,როს სიკვდილი და სიყვარული ერთად ჩართულანზესკნელ-ქვესკნელის გამუდმებულ ლიტურგიაში...