პოეზია · ლირიკა
* * * "მზე ხარ" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)
მზე ხარ, მთვარე ხარ თუ ასპიროზი?რა სახით ჰგიე? - ვერ გამიგია,უგონო მიჯნურს რას ემართლები,რას ჩაეძიე? - ვერ გამიგია...რა სრაში იყავ, რა გზით განქარდი,რარიგ გარდაქმენ მადლად ლაქარდი?რა ტრამალი ხარ და რა სასახლე,რა ცა ანახლე? - ვერ გამიგია.ხან სჩანხარ, როგორც ცის იკანკლედი,ხან მიღმიეთის გზად იკლაკნები,ხან გარს, ვით თურქებს, ვარსკვლავებს ისევ...მე რად მთმობ ისევ? - ვერ გამიგია.ის ზღვა სად არი, რა ღრმეთსა შინა?ის - ერთადერთი ბინადრის ბინა?მის სანახავად სად ვინაპირო,რა დავაპირო? - ვერ გამიგია.ჩვენ შენმა სახემ ყველგან თან გვდია.ხან ვარდი იყო, ხან იყო ია,სულს შროშანებით გვირთავდა დია...ახლა სადა ხარ? - ვერ გამიგია.