↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

რუმი ჯელალ ედ-დინ

2015-10-121 წთ საკითხავი1409 ნახვა

—
მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი,ქალაქი ვიყავ და უდაბურ ველად ვიქეცი.მე სიყვარულმა მომაშორა სახლსა და ოჯახსდა სიყვარულის მსახურად და მხევლად ვიქეცი.ნეტავ ვის ახსოვს, მეც რომ ვიყავ ცოცხალთა შორის?შენ რომ გიხილე, გარდაცვლილთა მძევლად ვიქეცი.შენმა სულმა რომ ჩემს სხეულში შემოაშუქა,ჩემსას დავეხსენ, შენი სულის მცველად ვიქეცი.მე დღედაღამე სიყვარულის ზღაპრები მესმისდა მეც ზღაპრად და ამ ზღაპრების მთქმელად ვიქეცი.

რუმი ჯელალ ედ-დინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი