↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

რუმი ჯელალ ედ-დინ

2015-10-121 წთ საკითხავი1409 ნახვა

—
ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?ამ უზღუდო გზის მეგობარი რომელი არის?ეს გონია თუ გაოგნება?! - რა არის, ღმერთო?ეს სულია თუ სატრფო არის? - რომელი არის?ეს მარადმნათი ჩირაღდანი სამყაროისათუ არც უღვთოა, არც ღვთის გვარის... რომელი არის?ეს უნაპირო ზღვა სავსეა მარგალიტებითდა ადამის ძის ლალ-გოვარი რომელი არის?გონებას ვიმღვრევ მე ფიქრებით, მაგრამ არ ვიხი,ეს გზა სწორია თუა მცდარი.... რომელი არის?ჩემს სიტყვებს ყიბლა თუ არა აქვს, ის მაინც მითხარ -დადუმებული საუბარი რომელი არის?

რუმი ჯელალ ედ-დინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი