↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილა მშვიდობისა!

კაკიტაძე კოტე

2013-05-121 წთ საკითხავი584 ნახვა

—
დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,ღამემ მოტკბოსავით სიტყვა დამაწია,მერე მიბრუნდა და მისი დაშვებულივარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.დილა მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო,ბევრი ღიმილი, ბევრი აღტაცება...აღარ დაიზაროთ, როგორც ჩემმა ღამემ,თქვენი სიხარულის სხვისთვის გადაცემა.მგონი არ სჭირდება ღიმის მიგებებასფერის ცვალება და სულთა გრადაცია,ქალი დაინახო? თვალით მიეფერე,კაცი დაინახო? თქვი, ო, რა კაცია!და დღე ჩამოდგება დღეზე უკეთესი,სულში ჩაგვეღვრება სუნთქვის გავარდება,შენი მოსალმება ზეცას მიაწყდება,ზენიტთან გამზევდება და არ დავარდება...დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო,ღამემ ჯადოსნური სიტყვა დამაწია,მერე მიბრუნდა და მისი დაშვებულივარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია.

კაკიტაძე კოტე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი