↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გავარდა... (ნაზამთრალი)

კაკიტაძე კოტე

2013-05-121 წთ საკითხავი573 ნახვა

—
გავარდა ეს წელიც, ვით ტყვია
ჟანგიან თოფიდან...
ამბავი კი მაინც არ მოდის
დანისლულ სოფლიდან.
აღარ მცემს სურნელი ნანატრი _
მჭვარტლიან ბუხრიდან,
აღარ ჩანს თავშალი შეკრული _
დაჭრაქულ მწუხრიდან.
ჩაივლის უსისხლოდ, უღვინოდ
დაღლილი კალანდა...
ყინული წყაროში ამ წელსაც
უჩუმრად ჩავარდა.
გავარდა ეს წელიც, ახალიც
იწყება თოფიდან;
ეტყობა, რომ ნობათს არც ახლა
მივიღებ სოფლიდან.
იმ ჩემს სახლს, იმ შარას, იმ ბუხარს
უბურავთ დარდები...
დარდებო, ჩალაგდით, სულ მალე
არც დამედარდებით.

კაკიტაძე კოტე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი