↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლოდინი

კაკიტაძე კოტე

2011-04-121 წთ საკითხავი583 ნახვა

—
აღარ მოხვიდე! ტყდება ზამთარი,სარკმელი ისევ ჩუმად იღება...ჩაჟამდა ჟამი! შეცბა ფითრი დალოდინი ლურჯად ჩამოიღება.მოშივდა ნდომას შენი ნახვა დაფერთა გამაში ჭარბობს ოცნება!ახლა რომ მართლა გიხილო ჩემშიაღარაფერი გამეოცება!შენ საერთოდაც არ მოხვალ ახლოს,ცრუ სიახლოვე მაწევს ლოდებად!ლოდებსაც ცივი ფირუზი ამკობს _მე ლოდინი თუ დამელოდება.და ისევ აქ ვარ, შენს ქუთუთოზე.გარინდებული, ისევ უჩუმრად.განცდა ვარ შენი, ტკივილთტკივილი,სხვა ტკივილამდე რომ გაყუჩულა!

კაკიტაძე კოტე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი