↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მე ისევ მოველ" (მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი)

რუმი ჯელალ ედ-დინ

2015-10-121 წთ საკითხავი1408 ნახვა

—
მე ისევ მოველ, მე ისევ მოველ,მე ჩემი სატრფოს სახელად მოველ,მომაპყარ მზერა, მომაპყარ მზერა,შენი წყვდიადის ნათელად მოველ.მე ლხენით მოველ, მე ლხენით მოველ,გავთავისუფლდი და ფრენით მოველ,ასჯერ ათასი გავიდა წელი,სანამ ამ სიტყვის სათქმელად მოველ.ამ გზებით მოველ, ამ გზებით წავალ,ვაებით მოველ, ვაებით წავალ,შემინდო უნდა, შემინდო უნდა,კეთილ საქმეთა საქმნელად მოველ.მე ღვთაებრივი ვიყავ ფრინველი,ახლა ხართ ჩემში კაცის მხილველი,მიწიერ მახეს ვერ გავექეც დაჩემივ ტყვეობის კანკელად მოველ.არა ვარ მიწა, მტვერი და ბუქი,მე ვარ სიწმინდის გამონაშუქი,სადაფს გავშორდი და წუთისოფლადგულის ვნებათა ამშლელად მოველ.ნუ მაცქერდები გონების თვალით,ხამს განიმსჭვალო უცხო რამ ძალითდა იქ მიხილო, და იქ შემიცნო...იქ გონზე მყოფი აქ ხელად მოველ!მე კაცად ვიშვი და არა მგამაის ოთხი დედა და შვიდი მამა,მე მიღმა სხივად დავფარფატებდი...და მოღმა თვალთა ამხელად მოველ.დღეს ჩემი სატრფო იქ იარება,იქ მიხმობს ფიქრთა გამზიარებლად,მე კი იქაურ ზრახვებს დავეხსენდა აქაურთა დამხსნელად მოველ.ჰე, შ ა მ ს ე თ ა ბ რ ი ზ, თუნდ მასაპყარო,შეგთხოვ, შენს მზერას არსად გამყარო!გულით და სულით დაჭრილი ვარ დაარყოფნის ზღვართა წამშლელად მოველ.

რუმი ჯელალ ედ-დინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი