↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისევ შენივთდა ცა და ხმელი, ატირდა ძეწნა (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)

პეტრარკა ფრანჩესკო

2012-08-121 წთ საკითხავი1879 ნახვა

—
ისევ შენივთდა ცა და ხმელი, ატირდა ძეწნა,და - ქვეყნიური ზღუდეების გადასალახად -ზესკნელ-ქვესკნელის კარიბჭენი ერთად განახვნაზეციერმა და მიწიერმა, კაცმა და მხეცმა.
და სული შენთან მოახლების სურვილმა შეძრა,რომ ეს სხეული - ოდინდელი ჩვევის თანახმად -დაისაკუთროს სამუდამოდ მწვანე ბალახმადა ჩემს სავანეს დაეფინოს საბნად და ზეწრად.
ჩამარცვლავს ჟამი წუთისოფლის ჭრელ კრიალოსანსდა ყოველ მარცვალს შემოდგომის ჭირხლი დამოსავსდა ბნელ ღამეში ჩაეშვება ბროლის ლარნაკი.
მაგრამ - თუ, კარგო, გამიჭირდა შენი მოგნება, -ლოდს საფლავისას ამოხეთქავს ეს ფიცარნაგითვალცრემლიანი რაყიფების გასაოგნებლად...

პეტრარკა ფრანჩესკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი