↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წრეში მოქცეულის წრიალი

კვიტაიშვილი ემზარ

2020-08-121 წთ საკითხავი3042 ნახვა

—
დრო ხომ შემჩნეულია -გაპარვაში, გასვლაში?!.შეუმჩნევლად დაგაგლახებს,სირბილს მოსდევს ლასლასი.
მბრძანებელის საუფლოსრითი აღარ მოსავენ;დაჭმუჭნულნი დროისგან,ვეფერებით დროსავე.
მოსრავს ყოველს, თვითონ მასვერა ძალა ვერ აღგვის...დაგცეს, დაგაუძლუროს -ხელობაა ვერაგის.
რიყეზე ვართ, არყოფნისგვერეკება ჩვენ ქარი;მარადისის ნამცეცებიგვრჩება აუკენკარი.
სანამ ყრუ, დამხუთავითაღი დაგეხურება,ამდენ საცოდაობისდაგშლის მხოლოდ ყურება.
კვიტაიშვილი ემზარ

კვიტაიშვილი ემზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი