პოეზია · ლირიკა
დაწყევლილთაგანი
(სარტრისგაგებულიბოდლერი)
გული ჩახურე. ეძებდი რაღად,უზუსტეს სიტყვას პოეტი-დენდი,არად აგდებდი ბუნების ღაღადს,მედიდურობით მწამლავდი, მწყენდი.
ბალახიც გძულდა, მოარულს კენტად...წვიმა და თოვლი, ზვავი და ზავთი...მოგძაგდა, რაც რომ ფეთქავდა, ქშენდა,საკუთარ თავშიც სიცოცხლეს კლავდი.