პოეზია · ლირიკა
*** "ყველაფერმა ჩაიარა"
ყველაფერმა ჩაიარა,შენმა სიყვარულმა– არა,ბეჭს გამყრია ოქროს ჭანგი,მეყო, გამეყარე, კმარა.ვეწამები, რა ვიწამო,არვინ მეუბნება: წამო!ავმა ქარმა დაგიბერა,დალეწილო, შენ, ლერწამო.არ ელევა გლოვა, ურვა,არ აკლია სისხლში ცურვა,სკდება გული, ისევ შენიტერფის დადგმა მოესურვა.აღარ გეწურება ალო,გაპოხილო მთვარის ცურო,სანამ გინდა მაწრიალო,რკინის მუჭში ჩასაწურო.ყველაფერმა ჩაიარა,შენმა სიყვარულმა – არა,მღვრიე თაფლად რაც იდინე,შხამად მექცა, ჩამემწარა.