პოეზია · ლირიკა
დაფლეთილი სიზმარი
მომელანდა კალათები, დაორთქლილი ჟოლოთი...არაფერი არ მენახა, ოღონდაც შენ მყოლოდი.თითქოს ბეჭზე მჩხვლეტდა ნარი, ვიწექ მოუსვენარად,ყოვლისფერი დამკარგოდა, ოღონდ, ოღონდ შენ – არა.ძილიც აღარ მომეპარა, რას მიპირებს განგება,რა ქვა ლესავს ნაღველს ჩემსას, სულ რომ არ იჟანგება?ვლოცულობდი, წყალს ლიცლიცას შენი სახე მოქონდა...აღარასდროს დავღონდები, შენ გაცოცხლდი ოღონდაც.