↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვიმაში მოხვედრილი

კვიტაიშვილი ემზარ

2017-06-121 წთ საკითხავი3041 ნახვა

—
არ მეგულები, არ მიხარიხარ,მოდის მდინარე, დამდორებული...პრიალებს ხიდზე რკინის ხარიხა,მივყვები, ბედთან დამდურებული.აღმა და დაღმა დამღლის ხატება,ვარ შენი დარდის დამტარებელი,ტუჩზე ღიმილი არ გეხატება,ჩემი ღრუბლების გამდარებელი.სიჩუმეს, მტანჯველს, დრო გაეყინა –ჩემი დამფლეთი, ამტირებელი,იწვა, იცდიდა ჭრელი ქვეყანა –აღმართზე ჩემი ამტარებელი,ცის პატრონს თვალში ცრემლი ეყენა –ზაფხულის გამაზამთარებელი.
კვიტაიშვილი ემზარ

კვიტაიშვილი ემზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი