პოეზია · ლირიკა
წესი და რიგი
ლხინს - თამადა, ქალაქს - მერი,სუფრას - მარჯვე მერიქიფე,საპატარძლოს - თეთრი კაბა,ვილას - შესაფერი კიბე.
სიცოცხლეში არ გამჩნევენ,ვის ჭირდება მერე ქება...არ მწამს ზღაპარ-არაკები,ჟამი ურცხვად მერეკება.
თვალთმაქცობენ, იქცა ხალხი -ნიღბებად და პარიკებად;გარეგანი, არავისთანარ ვაპირებ გარიგებას.