↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
გადია ჩემი სიზმრის სიალითასე არასდროს არ დაისრულა.ის ირონიამ ფრთით უშუალოთწარსულ დღეებში გადაისროლა.ის, დაყრდნობილი უღონო ხელებს,სიყმაწვილისას დაჰყურებს სურათსდა ჩარჩოებში ძვირფას სახელებსითვლის ბავშვივით და უსუსურათ.ბზა, სახარება, სარკე, საათი...სარკეში თეთრი თმები თოვდებადა საათიდან სამოცდაათიწელი, გადია, გიახლოვდება.ლბილ ბალიშებზე ისვენებს კატა,ნებიერების ბნელი ასული,ცეცხლმა კანკალით შემოახატაკედელს მოხუცი წრიდან გასული.მე კი, მოღრუბლულ დღით მოწყენილი,ავიღებ მანონს, სადაც ზონარადმჭკნარი ალოე არის შთენილიუკეთეს დროთა მოსაგონარად.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი