↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გადაუღებლად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
გადაუღებლად გარედ წვიმს და წვიმს,ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს,ტყე გაიძარცვა და მის კალთებზეფრთხილი, გველებრივ, ნისლი მიცოცავს.სწუხს არემარე, კვნესის მიდამო,ხმაჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...და მის ქვითინში მე ისევ იგიაუხდენელი მესმის ზღაპარი.გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,მე ყვავილები მესიზმრებოდა,შენც ყვავილებში მესიზმრებოდი.ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღევერ განაახლებს იმ ელვა-ციმციმს,დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...გული სწუხს და სწუხს... გარედ წვიმს და წვიმს...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი