პოეზია · ლირიკა
*** "სახურავებზე"
სახურავებზე,სახელურებზე,საფეხურებზე,ქვაფენილებზე -დაფენილია თოვლი და მთვარე.მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარიდა ისევ შენზე უნდა ვიფიქრო,უნდა ვიფიქრო და დავიჯერო,რაც დღეს არ მჯერა, რასაც ეს ჭერიუკვე ამდენი ხანია უძლებს.მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებდა სხვანაირი გიპოვო მერე.მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი.თეთრ ხეზე ჩიტებს დარჩათ ეჟვანი…მე მინდა: შენი ფეხის ხმა კარებსმთვარეში, თოვლში არ მოეჩვენოსდა გაიცინო, როგორც იცინინამდვილად, სადღაც: ფიქრში თუ ძილში,-თორემ მე დღესაც ვეღარ ვიძჳნებუცნაურ ეჭვით, უცნაურ შიშით.ქვაფენილებზე,საფეხურებზე,სახელურებზე,სახურავებზე -დაფენილია თოვლი და მთვარე.1957წ