პოეზია · ლირიკა
ჩემი ხე
დავალ, ყველგან მელანდება ის ხე, შავფოთოლა,ხნოვანებით, ტანითაც ზუსტად ჩემი ტოლა.არც იფიქროთ, დაყაროს – შეშა ანდა წნელი;გარს ესკვნება, ჩემსავით, მასაც, სამი სკნელი.მიწაშიაც იმდენია, რამდენიც ჩანს ზევით;ახლოვდება წაშლის დღე, ერთად წავიქცევით.