↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იბობოქრე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო,დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა,არ მჯეროდა, თუ სადმე გამიყვანდა,ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ,როცა შველა არსაიდან არ სჩანდა.ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუპე:იმედები, უმართლობის მხილება...რაც დავკარგე, ხომ დავკარგე სამუდმოდ,დამრჩა მხოლოდ მწარე გამოცდილება.და რაც დამრჩა - მას ვერავინ წამართმევს,უიმედოს, ბედისაგან განამეტს.და ვიბრძოლებ სტიქიური გულისთქმით,რაც დავკარგე, რას დავკარგავ იმის მეტს?იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,რას გახდები, ან რა უნდა დამაკლდეს?..პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?..
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი