პოეზია · ლირიკა
ქილილა და დამანა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მე მშობლიური ღამე ვიცანი,ვისმენ ბინდების მკვნესარე ზუზუნს,ცაა ფირუზის თლილი ფიცარი,დნება ვარსკვლავი ― თამარის ძუძუ...ცვივა ტყეებზე ოქროს მანანა,ციცნათელები არხევენ არაგვს...და ორი ტურა, ქილილ-დამანა,სოროში ჯერით ამბობენ არაკს.