პოეზია · ლირიკა
ქეთევანის წიგნი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი ლოცვანი, ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი. წიგნის ფურცლებს დღესაც ატყვია ცრემლის ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი.ავტორი
ღამეა. სულ წვიმს. განა ცასამდენი უნდა ეწვიმა?გული შემიკრთო უეცრივაჩრდილმა გადმოხვეწილმა.დედოფლის შესამოსელშიხელთ წიგნი გამოატარა,ვიცი, წიგნებში სიტკბოა,რად მწვავს ეს წიგნი პატარა?ან მისი ხელში აღებარამ უნდა გამაბედვინოს?ზედ ცრემლის ლაქა აცხია,ვიღაცას უნდა ეტირნოს!ვიცი, ვინც არის პატრონი,ან წიგნი ვისაც ჰხლებია,მისი მიმკრთალი ფურცლებისიმწარით იკურცხლებიან.რაც ვერ დაწერა კალამმა,ალბათ ცრემლმა თქვა მალულმა,სამშობლოს ფიქრზე საკანში,ირანს, ტყვედ გადაჩქმალულმა.რა დაიტირა, რას გვეტყვისდედოფლის ცრემლის ნაღვენთი? ―თუ მოინატრა შორიდანთავისი ტკბილი კახეთი?ამ წიგნზე თვალთა გიშრებისყოველი დაწამწამებაფიქრით იწვოდა, ვით ზიდოსმან მომავალი წამება.შანთით, მარწუხით, დახლიჩეს,გაზით უგლიჯეს ძუძუნი,ყორნებს მიუგდეს საჭმელად,ათას ხმლით გადაკუწული.ათასი ელვის ნათელიდედოფლის სახე ყოფილა.ო, რა თვალები... ქართლისთვისსიკვდილით გადაღობილან.არ მასვენებენ, სულ მდევენ,ის განიერი თვალები...პატარა წიგნი საუბე,ზედ ცრემლის ნაწვეთალები...