პოეზია · ლირიკა
ქართულო სიტყვავ!
გიორგი ლეონიძე 1899–1966
პირველ მოწყვეტილ იების დღიდან,მე ვარ დამწვარი შენი მსახური;შენი თაფლი და მარილი მზრდიდა,მზე შენ დამწერე და გაზაფხული.შენ უკვდავი რძით დამაძუძურე,შხეფი ნათლისა სულში დასძარი;ჩემი დროშა ხარ მოიერიშე,ჩემი ვენახი, ჩემი ტაძარი!შენზე უჭკნობი და დიდებულირაღამ შექმნას და ვიღამ დახატოს.გულზე ხარ ცეცხლით მოჭიდებული, ―ქართველი ხალხის სულის ღაღადო!ფოლად-ნადებო, ვარდში ხვეულო,თუ დაგივიწყო, ― შემახმეს ენა!სისხლსაც შენ მოგცემ მე წვეთეულად,სისხლის წინწკალსაც უკანასკნელად.შენ ― უკვდავების ჩამონადენო,მშვენიერებაც ხომ შენით ითქვა;დიდება შენდა, ჩემო ნათელო, ―ქართულო სიტყვავ,ქართულო სიტყვავ!