↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე ივერიისა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2026-07-181 წთ საკითხავი23305 ნახვა

—
ისევ აყვავდა გული ვარდივითდა ისევ მინდა შენზე დავწერო...დარიალიდან გადავარდნილიხაზარეთისკენ მისცურავს წერო.
დახანძრებული წევს ივერია,მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,მეტივეები სადღაც მღერიან,სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...
სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.
სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...დარიალიდან გადავარდნილიხაზარეთისკენ მისცურავს წერო...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი