პოეზია · ლირიკა
ჯაფირი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
”აქა არს საფლავი ჯაფირისა, რომლის სიგრძეხუთი ადლია”.ვახუშტი
ჯაფირი სახალხო გამირი, ცხოვრობდა XVIIსაუკუნის პირველ ნახევარში, გადმოცემით გიგანტისაგებულება ჰქონია. ჯაფირის საფლავს დღესაცუჩვენებენ ატენის ზემოთ, რაზმითის ტყეში.ავტორი
ამ დევკაცს ძუძუ ვინ მოაწოვა,რომ სამარეც კი აქვს ახოვანი,აურჩევია ნავსაყუდარადტყე უღრანი და ბალახოვანი.ვით დიდი მუხა წამოქცეულიდა ჩახერგილი, როგორც ნალეწი,შეზელილია მშობელ მიწასთან,მისი შრეებით გადანალესი.
სძინავს ბუმბერაზს ომში გადამდნარს,ფიქრში ქართლს ითვლის თავის ხელთქმნილად,და გრძნობს ბერმუხა, ―ათასი მუხამის ხერხემალზე ამოხეთქილა...