↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვერდზე

ქადაგიძე ნინო

2013-01-131 წთ საკითხავი6070 ნახვა

—
სანამ თვალებს ავახელდე,სანამ რამეს გავარჩევდე,მომიდექი გვერდზე!იქნებ სიტყვა გაგივარდეს,მე კი ლუკმად დამივარდესამ გამოწვდილ ხელზე."ხე მრუდე და ხე მართალი""ხე მრუდე და ხე მართალი"სადაც გინდა ძებნე...მაინც ჯვარზე აიყვანენ,მაინც სილას გააწნავენ,გააკრავენ ძელზე.თიხის ტერფებს შეაწმენდენ,თიხის ხელებს შეახებენ,თიხის ბაგეს მიადებენ მხრებზე.ის კი მაინც მაღლა წავა,ქარის რტოებს გადაუსწებს,ზეცის მინდვრებს გადაურბენს მერე,მერე სიტყვად გავარდება,მერე ლუკმად დავარდება,ამ გამოწვდილ ხელზე.სანამ თვალებს ავახელდე,სანამ რამეს გავარჩევდე,მომიდექი გვერდზე!
ქადაგიძე ნინო

ქადაგიძე ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი