პოეზია · ლირიკა
ლექსი სამ ნაწილად (მთარგმნელი: დათო გაბუნია)
1.ო, ამ დრიან დილას მგონია, რომ უკვდავი ვარ!და ჩემს მხიარულ სხეულში ვარ გახვეული,როგორც ბალახი გახვეულა ღრუბელში მწვანის.
2ვტოვებ საწოლს, სადაც სიზმრადჩავუქროლე გახურებულ ნახშირს და კოშკებს;მზე ჩემს მუხლებზე წევს ბედნიერი;მთელი ღამე ტანჯვა იყო, მაგრამ გადავრჩი,შავ წყალს მივეცი თავი, როგორც ბალახის ღერმა.
3ქარში ჩაფლული ბზის ძლიერი ფოთლებიმოგვიწოდებენ, გავუჩინარდეთსამყაროსეულ სიველურეში,სადაც დავსხდებით რომელიმე მცენარის ფერხთითდა როგორც მტვერი, ჩვენც ვიცოცხლებთ მარადიულად.