↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოღვიძება (მთარგმნელი: დათო გაბუნია)

ბლაი რობერტ

2011-08-121 წთ საკითხავი826 ნახვა

—
ჩვენს ვენებში ფლოტილია ემზადება გასამგზავრებლად,პაწაწინა აფეთქებები წყლის ზოლებთან,თოლიები ირწევიან მლაშე სისხლის ნიავქარში.
დილის ჟამია და ქვეყანას მთელი ზამთარი თურმე ეძინა.ფანჯრის რაფები დაუფარავთ ბეწვეულით.ეზო სავსეაგაშეშებული ძაღლებითა და ხელებით, მოუხეშავად, რომ უჭირავთმძიმე წიგნები.
ახლა ვიღვიძებთ და ვტოვებთ საწოლს და ვსაუზმობთ!შეძახილები ისმის სისხლის მისადგომებთან,ნისლია ირგვლივ, ანძებს მართავენ, მზის სხივებში აკაკუნებენხის იარაღებს,
ახლა ვმღერით და ვასრულებთ პაწია ცეკვებს სამზარეულოს იატაკზე,და ჩვენი ტანი ნავმისადგომს ჰგავს გარიჟრაჟზე,ვხვდებით, რომ ერთი დღით მაინც გვტოვებს ჩვენი მეუფე.

ბლაი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი