↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხვალიდან

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5070 ნახვა

—
ხვალიდან ხეში წყალი ჩადგება,ხვალ ჩემი ფესვი შენს ცრემლებს იგრძნობს,ხვალ შეგიძლია ჩემი დაწყება,რომ გულში ღვარად ჩაღვრილი სითბოქარებს კი არა, შენ დაგაბრალო,-ამ შემხმარ ტოტში პულსის ფეთქებაც...მინდა შეიგრძნო, მთელი სამყაროჩემს თოთო კვირტში როგორ ეტევა.ნუ გეშინია ჩემი თვალების.ნუ... თაფლის ზღვაში ტალღებს რა უნდა?!ეს ზურგი-ტყვიებდანახალები-ცას სვეტად ედგა, როცა გამრუდდა.ან იარები ხომ არ გაშინებს?აქ მიხაკები ჰყვაოდა ერთ დროს;შენ რომ ღიმილით გადამარჩინედა აიკრიფე სულყველა... ღმერთო!იმ წუთის შემდეგ შენთან ვალში ვარ.შენ დაღლილი ხმით მპასუხობ: ალბათ...ნუ დამასრულებ ასე მარტივად,ასე უბრალოდ და ასე ყალბად.მოდი, კერაზე ცეცხლი დამინთე,მომხვიე შენი ცხელი მკლავები,მერე გახსენი მორცხვი საკინძედა მაგრძნობინე ზღვა უკვდავება!
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი