პოეზია · ლირიკა
თოვლი ნაშუადღევს (მთარგმნელი: დათო გაბუნია)
1მდელო ნახევრად დაფარულა თოვლით.თოვლი სწორედ ისეთი იყო, გვიან ნაშუადღევ,ს რომ მოდის,ახლა კი ბალახის პაწია სახლები ბნელდებიან.
2ხელით რომ მივწვდე დაბლა მიწას,სიბნელეს მუჭით ავიღებდი!სიბნელე თურმე სულ იქ იყო, ჩვენ ვერ ვამჩნევდით.
3როგორც კი თოვლი დამძიმდება, ხორბლის თავთავისიშორეში თითქოს ბნელდება,ბეღელი სახლთან ახლოს მოდის.აბობოქრებულ ქარიშხალში მარტო დადის თითქოს ბეღელი.
4ბეღელი ხორბლით ავსებულა, ჩვენკენ მოიწევს...ჩვენკენ მოიწევს, როგორც მძვინვარე ზღვაში - გემი;მეზღვაურები ამ გემბანზე წლების მანძილზე ბრმები ყოფილან.