↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიგიჟე

რჩეულიშვილი გურამ

2026-07-181 წთ საკითხავი26620 ნახვა

—
ჟანგი, ჯანღიღამე ბნელიდიდთვალება ტყეში მგელი.
ერთხელ ღამე, ერთხელ ღამე,კოცნა ყოველ ღამე,ცხელი ბარძაყები,ხელი ბარძაყებში,კოცნა ბარძაყებშიდამართლა ღამე, მართლა ღამე,ცივი ბარძაყები,ხელი ბარძაყებშიძილი უგრძნობელი.
და ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:ეჭვი და სიყვარული.
გულგადაღეღილიქალები, კაცები;საუბარი ციკლონზე,სიმღერა ჯაზების.ქალები, კაცები,ღია მანქანები,კისრამდე შეკრულიმილიციელები.შუა დღის მოდუნებასიცხეზე.კისკისი საღამოსბაღებშიდა პოდიეზდებიღია ბარდაგები,ხოში და ხურუშიგადახლართულები.
ჩემს გოგოს მაღალი წელი,ლამაზი ტუჩები, სავსე მკერდიაქვს,აქვს სილამაზე და ის ჩემია,აქვს სიყვარული და ის ჩემია,აქვს ერთგულება და ის ჩემია,ვარ კმაყოფილი, ვარ უდარდელი.აქვს ყველაფერი და ის ჩემია.და არ ვიცოდი მე _ სიყვარული.
და ერთხელ ვნახე ის სხვასთან ერთად,საუბრობდნენ,ბევრჯერ მინახავს ის სხვასთან ერთადმოსაუბრედა მაშინ ვნახე, არ ვიცი რატო,და მაშინ ვნახე მე სიყვარულიდა ჩემში გაჩნდა ორივე ერთად:ეჭვი და სიყვარული.
რჩეულიშვილი გურამ

რჩეულიშვილი გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი