↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***მოედნიდან მოვედინე

ჩანტლაძე შოთა

2008-05-121 წთ საკითხავი9715 ნახვა

—
მოედნიდან მოვედინე,როგორც თათრის ხონთქარი,შენი კარის პოეტი ვარ,შენს კარებზე მომდგარი.ლექსით კარზე გიკაკუნებ,არ იღება კარები,აგრე როგორ გეკადრება,კარს რომ არ ეკარები.გამოაღე კარი ჩქარა,ისე როგორც ფანჯარა,ვინაც კოცნა არ იჩქარა,უკოცნელი დამრჩალა.ამ ქვეყნიდან ვინც წასულა,იმ ქვეყანას მისულა,რაც დაიკლო აქ ასულმა,იქაც ვერ აღისრულა.მაშ, გააღე კარი ჩქარა,ისე, როგორც ფანჯარა,ვინაც კოცნა არ იჩქარა,უკოცნელი დამრჩალა.
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი