პოეზია · ლირიკა
***გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ
გვინდა თბილისი იქცეს სიახლედ,პოეტსაც ჰქონდეს თემა ახალი,თუმც ვერ დაიტევს დღეს ლექსი ამდენს,თუნდაც შიგ გულში მოხვდეს ლახვარი.ქუჩამ გააღო მშიერი ხახა,ბილიკი აღარ გადის ხლართებად.ასფალტიანი გამზირი ახლაგველეშაპივით გადიშხლართება.გადიშხლართება და იგრძნობს მკერდზეფოლადის კაცის უმძიმეს ტერფებს,იკივლებს, მაგრამ ელვარე მზეზეისიც ფოლადის მიიღებს ელფერს.