პოეზია · ლირიკა
* * * ხანდახან უმიზნოდ
ხანდახან უმიზნოდ გამოხვალ სახლიდან,გადაჭრი ქუჩას იქ, სადაც ჯერ არს,მიესალმები ნაცნობ დახლიდარს,ვისთანაც ნისიად მოილხენ ჯერაც.ცოტასაც გაივლი, დაგხვდება კიოსკი,სადაც რომ პრიმას ყიდიან ალისფერს,პრიმის გამყიდველი კარო თუ იოსკა,პრიმას მოგაწვდის და ღიმილსაც განიფენს.მერე გააბოლებ პრიმას გემრიელად,ნაცნობის საცნობლად თვალებსაც აცეცებ,შეხვდები უეცრად თინას, გენრიეტასდა გადმოალაგებთ ახალი რაც იცით.თანდათან შეამჩნევ მკლავთა მშვენიერთა,იწყება თითების მკლავებზე ლაციცი.ცოტასაც გაივლი, შეგხვდება მერაბი,კაზბეკს მოგაზოდებს და პრიმას მოგიწევს,მილიციელი გეწვევათ ვერაგიდა დაშლა მოგიწევთ.მერე აღმოჩნდები უცებ ლაღიძესთან,ლაღიძეს კარგი წყალი აქვს პიტნისადა პიტნის სურნელი გამოგაღვიძებს დაცოტასაც გაივლი, იხილავ მოედანსდა მერე დაღლილი უკან დაბრუნდები,ფიქრებში იტყვ, ვერარა ვპოვე დანეტავი ხეტიალს უქმად რად უნდები.რუსთველის ძეგლთან მიხვალ დაქანცული,გიკვირს, აქეთობას რომ ერ შეამჩნიედა შენში იღვიძებს გრძნობა ძმაკაცური,შეაჩერდები და ფეხებს შეაჩერებ.და გაგახსენდება, შენც რომ პოეტი ხარდა გაგეცინება შენ პოეტობაზედა წახვალ იქითკენ, საიდანაც მოდიხარდა შეგეფეთება მაისე ტობასძე.სალამი მაისეს.დაღამდა... ღამით კი რამდენი გახდილა,ეხლა საშიშია ღამე გაათიოდა თავს საკუთარს ეტყვი გულახდილად:„შე გაჭირვებულო, გირჩევნია სახლში წაეთრიო“.
1957