პოეზია · ლირიკა
*** "მეალერსება აპრილი ნაზად" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
მეალერსება აპრილი ნაზად,საღამო რძისფერ ნისლში ეხვევა,თუმცა მრავალი წლით დაგაგვიანდა,მე მიხარია შენთან შეხვედრა.
მაგრამ არაა იქნება გვიანი _შენმა თვალებმა სულ სხვა რამ მამცნეს.….აჰა, რვეული ცისფერყდიანიჩემი ბავშვური ლექსებით სავსე.
მაპატიე, რომ დარდი მათრობდა,არ შევხაროდი ნათებას მზისას,მაპატიე, რომ ძალიან ხშირადშენად ვიღებდი სიყვარულს სხვისას.