↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაი

დარბაისელი ნინო

2026-07-181 წთ საკითხავი1814 ნახვა

—
(ნაირა გელაშვილს)
საღამოს ფინჯან ყავაზე გეწვევი,დიდხანს ვიყუჩებთ დაერთ-ერთი დაიწყებს:- ხედავ? დაგვიზამთრდა.- გაჭირდა ცხოვრება,- მდა-ა!
როგორც კოვზიდანკაკლის მურაბის ჩამოგორება,ეგ შემოხედვა,ზანტი, კრიალა და უეცარი,ჩემს ყელში,სადაც ჩუმი ცრემლის სავსე ჟამია,ააწკრიალებს ძველ მელოდიას:ნაი, მომენატრე,ნაი, მომენატრე,ნაი, მომენატრე,ნაი!
ეს მელოდია ისმოდა ჩემში,მაშინ, როდესაცჩახვეულები ცივ საბანშივიწექით ერთად,თავფეხშექცევითდა სიზმრებსდურად ვინაწილებდით;მაშინაც,როცა გაბუტულისანაპიროზე,სველი კენჭებით გიმშვენებდიქვიშის სამარეს.
ნაი, მომენატრე,ნაი, მომენატრე,ნაი, მომენატრე,ნაი!!!
ყველაფერს გადავდებ,ყველას დავივიწყებ,ჯანდაბას ყინვა თუ თოვა!ან ფინჯან ყავაზე,ან ჭიქა ჩაიზესაღამოს მე შენთან მოვალ!
დარბაისელი ნინო

დარბაისელი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი