პოეზია · ლირიკა
* * * მინდა ხე ვიყო
მინდა ხე ვიყო,მინდა ვიყო მშვიდი და მყარი,ჩემს დანახვაზე გზას იგნებდნენ შენი თვალები.
აბა, შეხედე,როგორი ვარ,ან როგორ ვდგავარ!
ტოტები - ჩიტებს,ფესვები კი ჭიებისაა.
ჩემში ზავდება ცა და მიწა,მე ვარ ბოგირიმიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
და ვიდრე ვდგავარ,რასაც ვწვდები,ვებღაუჭები.
და ჩემი ტოტი,განა ისიც ფესვი არ არის?
ფესვი არ არის,ფესვი ზეცას ჩაჭიდებული?