↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნინო-წამალი

დარბაისელი ნინო

2010-08-121 წთ საკითხავი1809 ნახვა

—
როგორ მინდოდარომ ასეთი არვის ვენახე:მყიფე ქალ-თიხა,შიგ - ოქროს მტვერში არეულირუხი ნაცარი...
მე ავადა ვარ,ალბათ ვბოდავ,მაგრამ, ძვირფასო,შენ არ დაიბნე!მე ვიცი ჩემი ავადობისთავი-წამალი:
იალნოს ქედისნისლაკრეფილ იალაღებზე,იალტიალში,მისხის მისხამდე მომაგროვედა თან იფრთხილე,სიტყვა "ნინო" არ მომაშორო,რადგან წამალი უსახელო -- საწამლავია.
გამომიწოდე ვერცხლის თასითნინო-ნაჯერი,მწარე მიქსტურა,გულისწვერის ჩამტკბილებელი,შემომახვიე ყელზე თავშლითნინო-სალბუნი,დამკარი ნინო-ინექცია,თავთით დამიჯექ!
თავთით დამიჯექ,და თუ გინდა, კიდეც განმსაჯე,რომ თავი ჩემი,ასე მარგიუქმად ვაბნიე.
რა მიტყუებდა,თავდაკარგვით რას ვეწვდებოდი,ბოლომდე ვის რა შეუცნია,რომ მე შემეცნო?
გათანგული ვარდა თან მაინც გეთამაშები.შენ კი უცხო ხარ,შორეული,მაგრამ ამგვარი უფრო მჭირდებიდა აღარ მინდა,რომ ბოლომდე არსგადახსნილნიერთ მთელად ვიქცეთ.დაე, ბორგავდეს ჩვენ ორს შუამთელი სამყარო!
ალნი დამქრალან?ჩემო დაღლილო,ნაღვლიანად გაღიმებულო!
თუ ვერ გადავრჩი,აქ ნუ დამტოვებ.სადმე, მივარდნილ ნაპირზე დამწვიდა მეცხრე ტალღას გამატანემეცხრე სკნელისკენ,ბროლკრიალამეცხრე ცისკენ!
დარბაისელი ნინო

დარბაისელი ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი