პოეზია · ლირიკა
ორთქლი
ნუ მსაყვედურობ,რომ ავმჩატდი,გავხდი არსანდო.
შენ არ მიბიძგე სულ პირველად?დედილო - წყალო,რომ აღელდი და გევიწროვაშენივე თავი.
მე აღარ გგავარ.მე ვარ შენი თეთრი გვირგვინიდა რწევა-რწევითმივალ ზევითიმ საგნებისკენ,ხელი კი არა,შენ რომ თვალი ძლივს ააწვდინე.მაგრამ ცივია ყველაფერი,რაც წინ დამიხვდა.
უკან ვბრუნდებინირშეცვლილი,უკვე ტანმძიმე,და იქ ვგუბდები,სადაც,ალბათ, მელოდებიან.