პოეზია · ლირიკა
სიზმრის ტიხარი
/აპრილის ეპისტოლე/
:ვერ დაივიწყებ ძახილს, ზურგი რომ შეაქციედა ხმას, ყური რომ არ ათხოვე,ის ხმა დაგეძებს...ის შენშია,ის იღვიძებს,ექოსავით მეორდება, მეორასდება,უთვალავდება დღისით და ღამით...
სხვა ვერავინ გაიგონებს,ვიდრე ექო შენი ხმით არ ამოიხავლებს...
ვხვდები, როცა შუბლზე მკოცნი,რომ შენ სუნთქვას ისევ ვახსოვარ...
სუნქვასა და სუნთქვას შორის გაჩენილ ფიქრსშენი სიცოცხლე აარსებებსდა ფიქრი სუნთქავს:
მოვლენ დღეები წასასვლელად,წავლენ დღეები მოსასვლელად,რომ წამოკრიფონ ფრაგმენტებიშენს სიტყვებში გაჩენილ ხილვის,რომ საკაიფო მოზაიკა შეაკოწიწონდა გააგრძელონ სიზმრის ტიხრის მოპირკეთება.
მიბმულია ფიქრი სუნთქვაზე და სიცხე წყალს სვამს,მხურვალების დასარწყულებლად...მარტო ზიხარ და აღარ გქვია ნებიერი,აბრუნებ დოლაბს და ფქვილს კი არა,შენს ძილ_ღვიძილს ფქვავ..
“მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები,გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეზე.”ეს მდინარე შენთვის მოდის,ან გადალახე მისი დინება,ან მოგიტაცებდა თვალების ფსკერზე დაგმალავ,რომ მერე ჩემში იარსებო ანარეკლივით.
ხომ მოგესმა გალობა.?!ზღაპრის ჩიტი შენს სიზმარშიც შემოფრენილა,შენით სუნთქავს გასუსული ღამის ჰაერიდა მეშინია, ზღაპრის ჩიტმაშენი სული არ იგალობოს...............ღმერთი ჩვენი მწყალობელი...