↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიახლოვე

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10688 ნახვა

—
ვიხსენებ, როგორ შემისრულე რახმანინოვის ელეგია...ქეთის
შენ აქ ხარ; ფეთქავს მუსიკის გული ირეალურ ალაგივით,სადაც ყოველივე იმსჭვალება დროში ნაგროვები ელეგიით..
რაც ახლა ფიქრში გახმიანდა თანდაყოლილი სიშლეგეა..ვივსები გაცოცხლებულ სახეებით და ჩემში სულების ანშლაგია.
სიტყვაში, თვალში, ჰაერშიაც, გულშიაც შენ ხარ დალექილი,ახლაც მოუთმენლად გელოდები თმაგათეთრებული არლეკინი.
მაცოცხლებ შენი სიახლოვით - ჩემთვის შესრულებულ ელეგიით,სადაც ვემალები საკუთარ თავს შენი მონატრებით შერეკილი.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი