↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სახლობანა

ალხაზიშვილი გივი

2026-07-183 წთ საკითხავი10685 ნახვა

—
გ. ო_ს
...მერამდენედ, იძულებით ადგილნაცვალიიძულებით ვიცვლი ადგილს და თავშესაფარს,იქნებ, შენზე ფიქრით გავათბო უცხო კედლები,თვალი შევავლო და გავაცოცხლოდა სუნთქვის სივრცე მო-შინ-აურდეს.
მწვრთნის ტკივილი...რა ვიღონო?სიყვარულისგან თავს ვინ დაიხსნისდა მე მიყვარს ჩემი ფუძე,ჩემთან ერთად რომ მოძრაობსსიკვდილსა და სიცოცხლეს შორის,ვკარგავ თავს დათვალში ეკლიან ვარსკვლავს ვპოულობ.
ვიღაც ფანჯრებს ცვლისთუ ხედებს ცვლისდა სახლობანას გვეთამაშება _სახლიდან სახლში გვაწანწალებს,სიცოცხლეს გვიცვლის, გულსაც გვიცვლის,გზიდან გზაზე მიგვერეკებადა მე ვნატრობ:ხომ შეიძლება ლოკოკინად გავჩენილიყავდა სახლიანად მევლო ჩემს გზაზე,ის იქნებოდა ჩემი შინ დაშინ და გარეთ ვიზოზინებდით...
სხვაგან ვეღარ,ჩემს თავში თუ შევიმალებიროცა მზერას ქუთუთოებს ჩამოვაფარებდა მე ჩემგან ვეღარავინ გამომასახლებს.

*

კი არ თოვს, მათი ფერფლი მოცვივა,ვინც მოინატრა აქ დაბრუნება,ახლა ეს თოვა ჩუმი ლოცვაა,ფანტელებით რომ ამბობს ბუნება.
ისე მოსწყურდათ აქაურობადა აქაურთა თვალის შევლება,ამ მონატრების და გაორებისდა ამ სიმუნჯის წამოცრემლება,,
რომ მათი ნატვრის ენა თოვლიადა ეფინება ფანტელს ფანტელიასე ქათქათა, ასე მოვლილი,წუთით არსებულ სოფლის მნატვრელი...
ორ სოფელს შორის ჟამი მიმოდის,დღეს ღამე მოსდევს, ტირილს, გალობადა ეს კავშირი არის იმედიდა წასვლა-მოსვლის გარდუვალობა.

1.გეში

მოდით, მარტის ფეხშიშველა დღეებო,გამოექეცით მაწანწალა ქარს,მოდით, ღამე ერთად ვათიოთ,გავიყვანოთ ერთმანეთი ბოლო ჟამივით,ჩვენი სუნთქვით დაორთქლილ მინებსშევეზარდოთ ნათრევი მზერით,წავუყრუოთ კატების შლიგინსდა კნავილით დაკაწრულ ნერვებს;
მოდით, ერთმანეთს გავაძლებინოთ,დავტოვოთ ჩვენი ანაბეჭდები ერთმანეთში,უმიზეზოდ ვიარსებოთდა თვალი ჩუმად გავაპაროთ იმ ფანჯრისაკენ,საიდანაც აღარ ვჩანვართდა ჩვენს კვალზე დადის ბალახი...
გული ლამის გამელიოს,როგორც ორი ფანჯარა მზის ჩასვლისას,ისე ვირეკლავთ ერთიმეორესდა ერთმანეთში ვიგულისხმებითდა ჩაგვესმის,როგორ აიდგა ფეხი ბალახმადა სადღაც ყურთან ჩაიარა,მისი სუნი მოსწვდა ნესტოებსდა შუბლის ძარღვი შეატოკა,შეათამაშა...
მიბმული ვარ გულისცემაზედა თავს ვკარგავმხოლოდ სულის მოსაბრუნებლად.
2.მეორე კადრი
ამათ შეხედეთ,თავი იმდენად აიმაღლესრამდენადაც სხვები მიჩქმალეს.
მე ამათი... გულგრილობა არასოდეს გამიკვირდება,არსებობს მათი ჯგუფური ფოტო,რა თქმა უნდა, მე იქ არ ვჩანვარ,რადგან ჩარჩო ვარდა ჩარჩო კედელს,კედელი კი გულგრილობას,ხოლო ჩარჩოს ყველა ერთად ისე ჰკიდია,რომ მნემოსინეც ვერ იხსენებს ამათ სახელებს.
მოემზადეთ!ვიღებ! ჩიტი გამოფრინდება..ფოტო-სესიაც კიჩად იქცა სიბრძნის დარგივით...ისტორიულ წამს გააქვავებს ობიექტივიდა მორიგ უკვდავს ჩაიხუტებს ფოტო-არქივი.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი