პოეზია · ლირიკა
საღამოს ძილი
ყოველთვის ფხიზლობს ოთახში სარკედა საგნებს თვლემა რომ მოერევა,ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვერ არკვევს,რომ გარინდული დრო მორევია.იპოვნის სარკე სინათლის მისხალს,ააციმციმებს ვარსკვლავს მოგონილსდა ისეთივე შუქ-ჩრდილებს ისხამს,ბინდის ოთახში ცხოვრობს როგორიც.მძინარენი კი ტოვებენ სახლებს.უკვირს სიზმარში გადასახლებულს -გაღვიძებისას ხელს რომ ვერ ახლებს,ვერც გაიხსენებს ხილვას ახლებურს.დრო ძილ-ღვიძილში თანაბრად გადის,პარალელურად, გზებით სხვადასხვით,მთავრდება დღე და იწყება დარდიჩამავალი მზის სისხლის გადასხმით.