↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საღამოს ლოცვა

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10685 ნახვა

—
ქრება ბოლო სიტყვა გულში თქმული ლოცვის _ყვავილთან ფარფატი პეპლისფრთებია დუმილის, ხილული წამიაჩემში ჩაბნეული ფერფლის.უცხო სახეები, მზერა უთვალავი,მშვიდი, მგლოვიარე, მკაცრი,გულში შეღწეული თრთოლვა გადამდებიუცნობ წინაპართა ნაცრის.ფერფლის გამოხედვა და ფერფლის თითებითდავწვდები ჭიქას და დავცლი:ასე იძახოდა ოდესღაც მესკია,ასე იზრდებოდა გორაკზე ანწლი.ფერფლით და ნამწვავით სავსეა საფერფლე,ჭერზე რომ დაცურავს ჩრდილების ფარფლია,ჩემი იდაყვები, შენი მოძრაობა,მისი გაღიმება ფერფლია, ფერფლია.ამაოდ დავშვრები სიტყვათა მძებნელი,ბგერებს ვაკოწიწებ, იმ ენას ვერ ვფლობ,რაც შენ მაგრძნობინე, სახელი ვერ დავარქვიშენს ჩურჩულს ბაგეთა ფერფლო.მე დუმილს ვაგრძელებ, დუმილში ვინახავმრავალთა დათმენილ კვნესასდა უთქმელ სიტყვაზე აცმული მზის ძაფითდაკონკილ სამოსელს ვკემსავ.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი