პოეზია · ლირიკა
მაინც
მაინც რა საოცრად ცივი მარტოობაიცის ოქტომბერმა,მაინც გახუნდა და ფერი დაკარგამიწის ყველაფერმა,მაინც ნოემბერი თითქოს ჩემია დათითქოს ალბათობის,ლექსებს რითმებიდან მაინც თანხმოვნებიარა ჰყოფნის.მაინც გადიან და მაინც გამოდიანგზებზე აფიშები,ისევ იღიმიან, ერთმანეთი უყვართისევ გაგიჟებით,მაინც მოგონებებს...საათს მისტირიან მაინც გაჩერებულს,მომავლის ბილიკზე ხალიჩასავით,წარსულს მიწებებულს.მე კი იმედის ჩანთით დავატარებ,დროის პულსაციას,მივყვები წარსულის აჩრდილებს და მაინცგულს ვუწყობ აქციას,ჩურჩულით ნათქვამი ლამაზი ტყუილების,იცი, როგორც მჯერა...მაინც რა საოცრად ცივი მარტოობაიცის ოქტომბერმა.